მთავარიპოლიტიკა

დღეს არც ერთი სომეხი არ ცხოვრობს და ვერ იცხოვრებს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ნორმების მრავალრიცხოვანი უხეში დარღვევები 44-დღიანი ომის დროს, აგრეთვე მან ისაუბრა სომეხი ხალხის ეთნიკურ წმენდაზე  აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე.

”2020 წლის შემოდგომაზე მთიანი ყარაბაღი დაექვემდებარა აგრესიას. ორმოცდაოთხდღიანმა ომმა რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთიანი ყარაბაღის ათიათასობით მკვიდრი დევნილი გახდა. აგრესიას თან ახლდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, მათ შორის სამოქალაქო პირების, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დამიზნება, სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო მძევლების სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა, მათ მიმართ განხორციელებული წამებით და მრავალი სხვა დოკუმენტირებული დანაშაულებით. ამ ქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილის სომეხი ხალხი დაექვემდებარა სრულ ეთნიკურ წმენდას. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ ამ შემთხვევაშიც ვერ შეძლო მასობრივი დანაშაულების აღკვეთა. დღეს არც ერთი სომეხი არ ცხოვრობს და პრაქტიკულად ვერ იცხოვრებს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე”, – “არმენპრესის” ცნობით, განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ რუსეთის ფედერაციის შუამავლური ძალისხმევით შესაძლებელი გახდა სისხლისღვრის შეჩერება.

„9 ნოემბერს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ განცხადებას. მთიან ყარაბაღში განლაგდნენ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები, რომლებიც დღეს იქ სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიაა”, – დასძინა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button