კულტურა

სომხეთში იქმნება უპრეცედენტო პროექტი Musk Factor-ი

სომხეთში იქმნება უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის და სომხური IT სექტორის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. პროექტს ჰქვია Musk Factor-ი  და არის სომხური წარმოების კომედიური სერიალი მომავლის შესახებ.

რა მოხდება, თუ ბიზნეს მაგნატი ილონ მასკი დაიპყრობს მარსს? რა გველოდება უახლოეს მომავალში? როგორი იქნება სამყარო მომავალ წლებში? რა მოხდება, როდესაც ციფრული კლონირება გახდება ჩვეულებრივი? 10 ნაწილიანი  სომხური ფილმი Musk Factor-ი მოგვითხრობს ოთხ ბიჭზე, რომლებიც წარმოუდგენელ წარმატებას აღწევენ ერთი შეხედვით არარეალური იდეიდან, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით. ისინი ქმნიან ადამიანის კლონებს. ადამიანის ვირტუალური ასლი ციფრულ სივრცეში.

ამ რამდენიმე ხნის წინ ბევრმა სომხურმა კომპანიამ მიიღო დიდი ინვესტიცია,რაც საშუალებას მისცემს მათ ჩვენი ქვეყნის IT სფეროს წარმატების საიდუმლოება ფილმის საშუალებით იქნეს  წარდგენილი მაყურებლის წინაშე.

სერიალზე მუშაობა  დაიწყება 2021 წლის იანვარში. ფილმი გამოვა 2022 წლის ზაფხულში.

უნდა აღინიშნოს, რომ მასკ ფაქტორის სერიის მთავარი პროდიუსერი რაფაელ თადევოსიანია.

ნახეთ მეტი
Back to top button