პოლიტიკა

44-დღიანი ომის დროს აღიძრა 2150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე: სომხეთის პროკურატურა

44-დღიანი ომის დროს აღიძრა 2150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის  გენერალური პროკურატურის პრესსამსახური, რომელიც მოკლე ინფორმაციას გვაწვდის  გამოსაძიებელ სისხლის სამართლის საქმეებზე.

კერძოდ, აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის  და შეიარაღებული ძალების  მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით. გამოსაძიებელ საქმეთა შორისაა  მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულების უგულებელყოფა, ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა, ომის აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება. განსაკუთრებით ყურადღებაა გამახვილებული მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანსი ამოღების ფაქტებზე.

არის საქმეები, რომლებიც ეხებიან  ეხება ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გატაცებას, ტყვეტა და სამოქალაქო პირების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ.

საქმეები მოიცავენ  მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას და აზერბაიჯანელების მიერ გავრცელებულ განცხადებებს   ეთნიკური ნიშნით გენოციდების გამართლების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button