მთავარიპოლიტიკა

თბილისში შეიქმნება პლატფორმა სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგისათვის

საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივა მუდმივი გახდება და თბილისში შეიქმნება დიალოგის პლატფორმა.

საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ვებგვერდის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი ინიციატივის შესახებ, თქვა, რომ თბილისი მოქმედებდა როგორც შუამავალი და ივლისის თვეში ჰუმანიტარული ქმედება განახორციელა – 15 სამხედრო ტყვეს დაბრუნების სანაცვლოდ აზერბაიჯანს გადაეცა დანაღმული ველების რუკები.

„30 წელია მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ჩემი ინიციატივაა გააგრძელოს ეს პროცესი უფრო მაღალ დონეზე, ჩვენ რა თქმა უნდა ვთავაზობთ შუამავლობას ჩვენს ძმურ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანელ  და სომეხ ძმებს.  ეს პლატფორმა, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ ახლა თბილისში, ბუნებრივია ამ ინიციატივას  მისცემს უფრო მუდმივ ხასიათს“,  – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button