მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პოზიციები: საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული 44-დღიანი ომის წლისთავთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არასოდეს დაინტერესებულა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებით.

“44-დღიანი ომი იყო წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული სამხედრო აგრესია, რომელიც მიზნად ისახავდა მთიანი ყარაბაღის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოღებას, ძალის გამოყენებას  და სომეხი მოსახლეობის განადგურებას”,-ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამაზე მეტყველებს ომამდელ პერიოდში აზერბაიჯანის ქმედებები, ასევე ომის შემდგომ აზერბაიჯანის მიერ აღებული  პოლიტიკა. ძალის გამოყენების საფრთხე, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო შუამავლების წინადადებების უარყოფა, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე უარის თქმა, ცეცხლის შეწყვეტის სისტემატური და რეგულარული დარღვევა, იარაღის მასიური მომარაგება, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი არასოდეს დაინტერესებულა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით.

”აზერბაიჯანმა თანმიმდევრულად შეაფერხა საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ კი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების,  მინისტრთა დონეზე რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს  ინიციატივით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებანი.  9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი განცხადების შემდეგ რუსი სამშვიდობოები შევიდნენ მთიან ყარაბაღში, რამაც  შესაძლებელი გახადა  აზერბაიჯანული აგრესიის შეჩერება და შეიქმნა პირობები არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button