პოლიტიკა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა 44-დღიან ომში დაღუპულთა მონაცემები

საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 44-დღიანი ომის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების შესახებ.

სომხეთის  საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტში გრძელდება  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ არცახის მიმართ აგრესიული ომისას განხორციელებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების გამოძიება, როგორიცაა წინასწარ დაქირავებული  გამოყენება, ომის აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, მშვიდობიანის მოსახლეობის წინასწარგანზრახულად  მიზანში ამოღება  და სხვა.

როგორც საგამოძიებო კომიტეტმა განუცხადა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის მიერ არცახში დაწყებული აგრესიული ომის შედეგად, სომხეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა საერთო რაოდენობა 3781 ადამიანია.

27.09.2021 წლის   მდგომარეობით, უცნობია 231 სამხედრო მოსამსახურისა და 22 სამოქალაქო პირის ადგილსამყოფელი.

დღეისათვის სომხეთის რესპუბლიკას აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გადასცა სულ 108 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი.

ნახეთ მეტი
Back to top button