მთავარიპოლიტიკა

ვეთანხმებით ბაქოს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანში არ არის და არც იქნება: სტეფანაკერტი

არცახი  არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ამის შესახებ  განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა NEWS.am- თან საუბრისას გამოეხმაურა რა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანში აღარ არის“.

„აზერბაიჯანის პოზიცია სომხების მიმართ უცვლელია.  აზერბაიჯანი აგრძელებს საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორც ყველაზე პატიოსანი მტერი, რადგანაც  ის არასოდეს მალავს თავის ნამდვილ ზრახვებს. მაგრამ ზოგიერთ შეფასებაში, პარადოქსულად, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ილჰამ ალიევის იმ მოსაზრებას, რომ აზერბაიჯანში ნამდვილად არ არის ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც მთიანი ყარაბაღი ეწოდება, ის არ ყოფილა და  ვერასდროს გახდება  აზერბაიჯანის ნაწილი. აქ ჩვენ სრულიად ვეთანხმებით მას. და თუ ამ საკითხში ერთი აზრისანი ვართ, მაშინ ეს არის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის გასაღები. მართლაც, მთიანი ყარაბაღი არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის ნაწილი. ამ მოსაზრებას თავად აზერბაიჯანი გამოთქვამს. ეს უკვე პროგრესია”, – თქვა ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button