საზოგადოება
მატარებელი „ერევანი-თბილისი-ერევანი“ მუშაობას განაახლებს 2 ოქტომბერს
სამხრეთ კავკასიის რკინიგზის კომპანიის მატარებელი „ერევანი-თბილისი-ერევანი“ მუშაობას განაახლებს 2 ოქტომბერს.
ბილეთები უკვე იყიდება ერევანში, გიუმრიში, ვანაძორში, არმავირის სადგურებში, ასევე ონლაინ რეჟიმში.
მატარებელი იმოძრავებს ყოველდღე, გაემგზავრება ერევნიდან 21:30 საათზე და თბილისიდან 20:20 საათზე.
ბილეთების ფასი პლაცკარტის ზედა ადგილისათვის 12.2 ათასი დრამია,
საძილე ვაგონის ერთი ადგილისათვის 25.8 ათასი დრამი.