კულტურა

“როდესაც ქარი ჩადგება”: ფილმი არცახის შესახებ ნომინირებული იქნება „ოსკარზე“

სომხეთის ეროვნული კინოაკადემიის  27 სექტემბრის სხდომაზე დახურული კენჭისყრით „ოსკარის“  საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე შეირჩა ფილმი „როცა ქარი ჩადგება“.   ამის შესახებ ინფორმაციას კინოაკადემიის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

სომხეთის ეროვნული კინოცენტრის მონაცემებით, ფილმის გმირი, ალენი, ფრანგი მოქალაქე, აეროპორტის აუდიტორი, ჩამოდის არცახის  რესპუბლიკის ახლად აშენებულ აეროპორტში. „ეს თვითგამოცხადებული ქვეყანა, გარშემორტყმული მტრული სახელმწიფოებით და არასტაბილური საზღვრებით, დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ ცდილობს ფეხზე დადგეს. ალენმა უნდა განიხილოს შეესაბამება თუ არა ეს აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ხელახლა გახსნისთვის. აეროპორტის თანამშრომლებთან ინტერვიუს დროს ალენი თანდათან აღმოაჩენს ქვეყანას, რომელიც არც კი არის ნახსენები რუქებზე, მაგრამ რომელიც რეალურად არსებობს მისი მოსახლეობით,  მთავრობით, სისტემებით, კულტურული სფეროებით“.  

ნახეთ მეტი
Back to top button