მთავარიპოლიტიკა

„აღიარებს თუ არა ალიევი, მთიანი ყარაბაღი მაინც არის და იქნება სამარადისოდ“: მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრი

„აღიარებს ამას ალიევი თუ არა არცახი  არსებობს, არსებობდა,  იქნება სამუდამოდ, ის არასოდეს იქნება აზერბაიჯანის ნაწილი”, – თქვა არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა Civic.am- თან საუბრისას. მე მთლიანად ვეთანხმები ალიევის იმ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ აზერბაიჯანში არ არსებობს ადმინისტრაციული ტერიტორია სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი ”, ეს არის ერთადერთი განცხადება ილჰამ ალიევისა, რომელსაც  ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით, რადგანაც ატცახი არასდროს არ იქნება მთიანი ყარაბაღის ნაწილი“.

აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დროს  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  განაცხადა:  „ჩვენ კონფლიქტი მოვაგვარეთ სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით, ომი წარსულს ჩაბარდა, ყარაბაღის კონფლიქტი ისტორიაში შევიდა. აზერბაიჯანში არ არსებობს ადმინისტრაციული ტერიტორია სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი”, თუ ვინმეს სურს გააცოცხლოს გარდაცვლილი სახელად “მთიანი ყარაბაღი”, ეს გააკეთოს მის ტერიტორიაზე, დაე შექმნას რესპუბლიკა სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი” მის ტერიტორიაზე ჩვენ ვაღიარებთ მას,  მაგრამ არა აზერბაიჯანში “.

ამ განცხადებაზე საუბრისას, მთიანი ყარაბაღის  საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა:  ”თუ ის ასევე მიიღებს იმას, რომ ყარაბაღი ვერასოდეს იქნება აზერბაიჯანის ნაწილი, მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, დაე მათ აღიარონ, რომ ის არასოდეს იქნება აზერბაიჯანის ნაწილი, შევეცადოთ ვიპოვოთ ამ კონფლიქტის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა.  რაც შეეხება გარდაცვლილთა გამოძახებას, ნება მომეცით შემდეგი ვთქვა: ჩვენ მინიმუმ 18 000 წელია  ვცხოვრობთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოში, ჩვენს მიწაზე, ჩვენ დავასაფლავეთ ბევრი იმპერია, დავესწარით მათ დაკრძალვას. აზერბაიჯანი არ არის პირველი და არც უკანასკნელი ამ სიაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button