„თბილისი შეიძლება გახდეს სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის მისაღები პლატფორმა.” ექსპერტები საქართველოში მიესალმებიან მთავრობის აქტიურ ძალისხმევას ამ საკითხთან დაკავშირებით.
პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ერევანსა და ბაქოს დიალოგის პლატფორმა და თქვა: ” ჩვენს ძმებს აზერბაიჯანელებსა და სომხებს ვთავაზობ თბილისში კონტაქტებს უფრო მაღალ დონეზე”.
საქართველო ფიქრობს, რომ თბილისი შეიძლება გახდეს ყველაზე მისაღები პლატფორმა სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგისთვის. საუბარია თბილისის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონტაქტებზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩინოვნიკებს შეუძლიათ შეხვდნენ აქ. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ამის გამოცდილება.
საქართველოს პრეზიდენტის შტაბის ყოფილი უფროსი (ედ. შევარდნაძის მმართველობის დროს), პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე “რადიოლურთან” საუბარში ამბობს:
„მახსოვს 90 -იანი წლების დასაწყისი, როდესაც ყარაბაღის ომი მიმდინარეობდა, იმ დღეებშიც კი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლები ხვდებოდნენ თბილისში, მთავრობის შენობაში. მინდა ვთქვა, რომ მტრობა არ ყოფილა იმ შეხვედრებში. ეს პროფესიონალი მოღვაწენი აქ მოდიოდნენ მშვიდობისათვის, თავიანთი ქვეყნების კეთილდღეობისთვის“.
მამრაძე ამბობს და ხაზს უსვამს იმას, რომ თბილისის პლატფორმა მიზნად არ ისახავშ შეეცვალოს ეუთოს მინსკის ჯგუფს, უფრო მეტიც, თბილისს სურს ეს ნაბიჯი რეალობად აქციოს დასავლეთის მხარდაჭერით. მამრაძის თქმით, საქართველოს მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია.
„მას არ აქვს რესურსი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში გარღვევისათვის ან გეოპოლიტიკური საკითხის მოსაგვარებლად. ეს არის პლატფორმა, უბრალოდ შეხვედრის ადგილი, რომელიც არის ახლო, მისაწვდომი. მოსახერხებელია თბილისში ასეთი შეხვედრების ჩატარება“.
ქართველი ექსპერტების აზრით, ბოლოდროინდელი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება, რომელიც მიღწეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო მონაწილეობით, რის შედეგადაც დანაღმული ველების რუქის სანაცვლოდ 15 სომეხი ტყვე დაბრუნდა, აძლიერებს მეზობლურ ნდობას, აძლევს თბილის რეგიონალური მოტამაშის შესაძლებლობას.
ყარაბაღის ომის დღეებში საქართველოს ხელისუფლება გახდა კრიტიკის საგანი პასიური საგარეო პოლიტიკის გატარების გამო.
ქვეყნის ახალი მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდა სამეზობლოში ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, უფრო აქტიურია საგარეო სფეროში. „საქართველო, თავის ორი მეზობელტან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა, უნდა მოახმაროს მშვიდობის მიღწევის მიზანს”, – განაცხადეს მათ თბილისში.
უსაფრთხოების ექსპერტი დავით მაისაიანი, რომელიც ერთ -ერთი პირველი იყო, ვინც ხელისუფლებას მოუწოდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები დაეპატიჟებინათ თბილისში მოსალაპარაკებლად, ამბობს:
„თბილისი უნდა გახდეს სამშვიდობო ზონა ამ სერიოზული კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პლატფორმა, სადაც რეგიონის ეს პრობლემა მოგვარდება ექსკლუზიურად საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ”
ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი (გიორგი მარგველაშვილი), თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე ასევე აღნიშნავს:
“საქართველო აქამდე იყო პლატფორმა სახალხო დიპლომატიისთვის, ახლა ის შეიძლება გახდეს პოლიტიკური დიალოგის ადგილი.”
თბილისში პირველი კავკასიური შეხვედრა მოეწყო მშვიდობისათვის1919 წელს საქართველოს პრემიერ -მინისტრ ნოე ჟორდანიას ინიციატივით.
ავტორი გიტა ელიბეკიანი