ანალიტიკამთავარი

სომხეთს არ აქვს ამაო ოცნებები ირანის საზღვრების მიმართ, როგორც ბაქოსა და ანკარას: ირანული გაზეთის პასუხი

სომხეთის საელჩო ირანში ციტირებს ირანულ გაზეთ “Zham-e-Jam”-ს თავის ფეისბუქ გვერდზე, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  მიერ ირანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  თურქულ Anadolu მედიასთან ინტერვიუში,  ირანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ: „თუ რატომ არ ტარდებოდა სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ ირანში 30 წლის განმავლობაში, როდესაც ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიები სომხების მმართველობის ქვეშ იყო?” -“Zham-e-Jam”-მა გამოაქვეყნა სტატია , საიდანაც მოგვყავს რამდენიმე ციტატა:

„სომხეთს არ აქვს ირანის საზღვრების  მიმართ ისეთი ამაო ოცნებები, როგორც ანკარას, ის არ ავლენს ასეთ საქციელს“.

„სომხეთი, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, არ არის ისრაელის მოკავშირე“.

“სომხეთს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მსგავსად ატრპატაკანში დაქირავებულ-სეპარატისტთა ქსელი არ დაუარსებია“.

„სომხეთი არ აპირებს ირანის სავაჭრო გზებიდან გაძევებას“.

სხვათა შორის, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ “აზერბაიჯანის პრეზიდენტის არადიპლომატიური საქციელი, თურქული მედიის საშუალებით ირანისთვის მესიჯის გაგზავნა სხვა არაფერია,  თუ არა კოლონიზატორული  ნიშანი”.

ნახეთ მეტი
Back to top button