მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,  რომ „პოსტ-ვაქცინაციის პერიოდი” არ ნიშნავს “მიზეზობრივ კავშირს ვაქცინაციასთან “,  რადგან დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ შეუძლია ხელი შეუშალოს მოსახლეობაში სხვა დაავადებებისგან სიკვდილს”,-ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, სამინისტრო შეახსენებს, რომ ადამიანი ითვლება სრულად აცრილად, თუ მას აქვს მიღებული 2 დოზა COVID-19 ვაქცინა და ის უფრო ეფექტურია, თუ მეორე დოზიდან გავიდა სულ მცირე 2 კვირა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება მიიღოს ვაქცინა, მაგრამ ვაქცინამ  დროულად ვერ  იმუშაოს, ის  დაინფიცირდეს  კორონავირუსით, განუვითარდეს გართულება და გარდაიცვალოს.  

ნახეთ მეტი
Back to top button