ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიუ იორკში დაწყებული კონსტრუქციული მოლაპარაკებების გაგრძელებას: ლინ ტრეისი
ბოლო დროს ბევრი კონსტრუქციული შეხვედრა შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეხვდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამის შესახებ სომხეთში აშშ -ის ელჩმა ლინ ტრეისმა განაცხადა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
”ჩვენი აზრით, ეს არის კონსტრუქციული მოლაპარაკებები და ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმ კონსტრუქციული მოლაპარაკებების გაგრძელებას, რომლებიც დაიწყო ნიუ იორკში. მინსკის ჯგუფისათვის კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტა არის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას რეგიონში”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციას, ელჩმა განაცხადა. ”მხარეები მზად უნდა იყვნენ ამისათვის და ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები მზად არის მხარი დაუჭიროს, ხელი შეუწყოს შერიგებისა და დიალოგის მცდელობებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს ჰქონდეთ ეს სურვილი და მზადყოფნა. ამ თვალსაზრისით, სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის ნათელი. ადამიანებს ასევე უნდა ჰქონდეთ ნდობა შერიგების მცდელობებში და ჩვენ მზად ვართ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ ამაზე მივმართოთ“.