საზოგადოება

წლის პირველ ნახევარში საქართველოს 134 მოქალაქემ მიიღო სომხეთში ბინადრობის სტატუსი

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 3,626 უცხოელმა 30 -ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო ბინადრობის უფლება სომხეთში, მათ შორის 993 ინდოეთიდან, 722 რუსეთიდან, 471 ირანიდან, 150 უკრაინიდან, 141 ლიბანიდან, 134 საქართველოდან, 120 ერაყიდან.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მიგრაციის სამსახური ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ადგილის მინიჭება ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო: ოჯახთან გაერთიანება (499), განათლება (1,295), დასაქმება (491), ბიზნესი (68) ეროვნებით სომეხი (43) და სხვა.

ინდოეთის 882 მოქალაქეს მიღებული აქვს ბინადრობის  სტატუსი განათლების მიღების საფუძველზე, 52-ს  დასაქმების საფუძველზე. ირანის 120 მოქალაქეს მიღებული აქვს საცხოვრებელი სტატუსი განათლების საფუძველზე, 114 – დასაქმების საფუძველზე.

ნახეთ მეტი
Back to top button