პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრი იწვევს საქართველოს “ზანგეზურის დერეფნის” გამოსაყენებლად

აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრი ალი ასადოვი იწვევს საქართველოს “ზანგეზურის დერეფნის” გამოსაყენებლად. ასეთი „გულოხვობა“ გამოიჩინა მან  აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე -8 სხდომაზე.

ალი ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანი არის ის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ყველაზე მეტ ინვესტიციას საქართველოში. „ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები არის წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითი და ემსახურება მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში. ეს პროექტები იყო სიგნალი სამხრეთ კავკასიის გარდაქმნისათვის, შეცვალა რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული რუკა. ამ პროექტებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს საშუალება მისცა უზრუნველყონ მათი კეთილდღეობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და გაზარდონ ჩვენი ქვეყნების მნიშვნელობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის. გასული წლის ბოლო დღეები აღინიშნა ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენით. ამოქმედდა ტრანს-ადრიატიკის მილსადენი, სამხრეთ გაზის დერეფნის ბოლო მონაკვეთი. დაიწყო აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ზოგადი განვითარების, სტაბილურობის, თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ ფართო ევრაზიის რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ვერ მივაღწევდით. ჩვენი თანამშრომლობა სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროში წარმატებით გრძელდება. ეპიდემიის პირობებშიც კი, ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ზომა სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად,” – თქვა ასადოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button