სამხედრო წვრთნები ჩატარდება ირანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში
ირანის არმიის სახმელეთო ჯარების სარდალმა გამოაცხადა, რომ ის განახორციელებს სამხედრო წვრთნებს ირანის ჩრდილო -დასავლეთ რეგიონში კოდური სახელწოდებით “ფატეჰან ხეიბარი”.
Parstoday.com– ის ცნობით, ირანის არმიის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ქიუმარს ჰეიდარმა განაცხადა. ”პარასკევს, სამხედრო სწავლება “ფატეჰან ხეიბარი” დაიწყება ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ჯავშანტრანსპორტიორების, არტილერიის, თვითმფრინავების, ელექტრონული საბრძოლო დანაყოფების და ვერტმფრენის ლოგისტიკური მხარდაჭერით.”
მან აღნიშნა, რომ სწავლება ჩატარდება ქვედანაყოფების საბრძოლო ტექნიკის შესაძლებლობების ნაწილის ჩართვით საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის მიზნით.
ირანის არმიის სახმელეთო ჯარების მეთაურმა დაამატა, რომ „ამ რეგიონში შეიარაღებული ძალების წვრთნები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ტარდება ზუსტი დაგეგმვისა და კალენდარული პროგრამის მიხედვით, ხოლო სწავლების მიზანია იარაღისა დ ააღჭურვილობის გამოცდა აღჭურვილობა და ირანის თითოეულ ნაწილში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება“.