მთავარიპოლიტიკა

ჰაკობ არშაკიანმა მიიღო რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი: საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჰაკობ არშაკიანმა  მიიღო რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი.

როგორც NEWS.am-ი წერს, ჰაკობ არშაკიანმა მიულოცა ელჩს რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  და ხაზი გაუსვა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების დადებით გავლენას სახელმწიფოს განვითარებაზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ჰაკობ არშაკიანმა ილაპარაკა  44-დღიანი ომის შედეგად წარმოშობილი ჰუმანიტარული საკითხების გადაუდებელი გადაწყვეტის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს სამხედრო ტყვეები და სხვა დაკავებულები 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად.

თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია.

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის როლს ორი ქვეყნის მოკავშირე და სტრატეგიულ ურთიერთობებში, შეეხო საპარლამენტო პლატფორმებზე თანამშრომლობას და დელეგაციების ერთობლივ მუშაობას.

ნახეთ მეტი
Back to top button