“აგრძელებს შიმშილობას, არის ძალიან მედგრად” – მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ადვოკატები შეხვდნენ

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფლებადამცველები შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა თქვა, მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრელებს.
“მიხეილ სააკაშილი დაპატიმრებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, შესაბამისად, სამართლებრივ პროცედურებზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ… მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, არის ძალიან მედგრად და მყარად დგას ამ პოზიციაზე”, – თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
ადვოკატმა მედიას მესამე პრეზიდენტის მიმართვაც გააცნო, სადაც მიხეილ სააკაშილი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ “ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია”.
აღსანიშნავია, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულება ადვოკატებმა დღეს პირველად შეძლეს. დაკავებიდან შემდეგ ციხის ადმინისტრაცია მათ შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა, მიზეზად კი არასამუშაო დღეებს ასახელებდნენ.
შეგახსენებთ, მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა.