მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომეხ ხალხს “ფაშისტს” უწოდებს: სომხეთის ომბუდსმენი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 27 სექტემბრის გზავნილში ეთნიკურ მტრობას დაუმატა რელიგიურიც, რაც  ეფუძნება აშკარა სიყალბეს.  ამის შესახებ ჩანაწერი გააკეთა სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა.

სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა კიდევ ერთხელ გამოყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის გზავნილის ეთნიკური და რელიგიური სიძულვილისა და მტრობის მამოძრავებელი ნაწილები.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტი 2021 წლის  27 სექტემბერს გამოცხადებულ „ხსოვნის დღისადმი“  მიძღვნილ  განცხადებაში  ღიად აღძრავს რელიგიურ სიძულვილს ეთნიკურ სიძულვილთან და მტრობასთან ერთად  ცრუ ფაქტების გამოყენებით.

კერძოს მას მოჰყავს ყალბი ფაქტები:  

„ნახევრად დანგრეულ მეჩეთებში მზაკვარი  მტერი  ინახავს  პირუტყვს, ძროხებს და ღორებს,  რათა შეურაცხყოფა მოგვაყენოს ჩვენ, მსოფლიოს მუსულმანებს. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს მუსულმანები ადეკვატურ პასუხს გასცემენ. მე ვიღებ წერილებს ამ საკითხზე მრავალი მუსულმანური ქვეყნიდან. ჩვენ (…) გავაფართოვებთ ცნობიერებას სომხური სისასტიკეების შესახებ, სომხური ფაშიზმის შესახებ  ჩვენ ვაცნობებთ მსოფლიოს. (…) ჩვენი გამარჯვება (…) არის გამარჯვება სომხური ფაშიზმის წინააღმდეგ“. აღნიშნავს ალიევი.  შემდეგ ის საუბრობს სომხეთში დამკვიდრებულ სავარაუდო ისლამოფობიაზე.

ეს ყველაფერი არის აშკარა სიყალბე, არარეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

თუ სომხებს აქვთ ისლამოფობია, როგორ ხდება, რომ ერევნის ცენტრში ფუნქციონირებს მეჩეთი, ხოლო ბაქოს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სომხური ეკლესია შეურაცხყოფილია, გადაქცეულია ბიბლიოთეკის სარდაფად, ჯვარი მოხსნილია, განადგურებულია საფლავის ქვები, რომლებიც ეკლესიის მიმდებარედ იყო.

თუ არსებობს ისლამოფობია სომხეთსა და არცახში, როგორ გადარჩა და შენარჩუნდა შუშის ზემო და შიდა მეჩეთები არცახში? მთლიანად იქნა შეკეთებული ზედა მიზგითი და მედრესი- სასულიერო გიმნაზიის შენობა. როგორ ახსნის ალიევი იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის შეაიარაღებული ძალების მიერ დაიბომბა და წყობიდან იქნა გამოყვანილი შუშის წმინდა ღაზანჩეცოცის ეკლესია და  მწვანე ეკლესია.  არცახის მეხაკავანის წმინდა ეკლესია აღიგავა პირისაგან მიწისა, წაიბილწა მატაღისის წმინდა ეღიშის სახელობის ეკლესია, განადგურდა უამრავი ქვა ჯვარი შუშისა და ჰადრუთში. ან როგორ ხდება, რომ სომხები საუკუნეების მანძილზე მეგობრობდნენ ისლამური სამყაროს მრავალ ხალხთან?

აშკარაა, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე ქრისტიანობისადმი ღია სიძულვილთან და მტრობასთან.

როგორც სომხეთის ომბუდსმენი, მე მინდა დავარწმუნო მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომ სომხეთის რესპუბლიკის არცერთ მთავრობას ან ხელმძღვანელობას არასოდეს განუხორციელებია აზერბაიჯანის ხალხის მიმართ სიძულვილის ან მტრობის  პოლიტიკა. ტოლერანტობისა და სხვა რელიგიებისადმი პატივისცემის პოლიტიკა, მათ შორის ისლამისაც, ყოველთვის შედიოდა სომხეთის სასკოლო პროგრამებში.

კვლევა ადასტურებს, რომ ეს გამოსვლები და მესიჯები წარმოშობენ  სიძულვილს მთელი სომეხი ხალხის, სომხეთისა და არცახის  მოსახლეობის მიმართ, აღწევენ  ფაშიზმს.

ნახეთ მეტი
Back to top button