პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

,,Metronome.ge” წერს, რომ კანონი და სამართლის თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

“არჩევნები მოგებულია იმ გაყალბების ფონზე. ეს არჩევნები საქართველომ მოიგო. სამ საათზე ჩვენ აქედან მსვლელობით წავალთ. სამზე უნდა ვიყოთ ციხესთან, სადაც დამწყვდეულია ის პრეზიდენტი, რომელმაც პრაქტიკულად, ააშენა სახელმწიფოები, რომელიც ამათმა დაანგრიეს”,- ამბობს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 სექტემბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ნახეთ მეტი
Back to top button