პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ალბათ, უარს იტყვის ექსტრადირებაზე – ჩივიაშვილი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე სავარაუდოდ უარს იტყვის – “ალბათ, უარს იტყვის ექსტრადირებაზე. მისი პოზიციაა, რომ ის ჩამოვიდა თავის სამშობლოში და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

სწორედ დღეს მოინახულეს პირველად ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილმა დღეს მორიგი მიმართვაც გაავრცელა.

შესაძლო ექსტრადირებაზე კი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებისთვის ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილიც უკრაინის მოქალაქეა. 

ნახეთ მეტი
Back to top button