პოლიტიკა

საუბარი უკრაინაში ექსტრადიციაზე სამართლებრივი უაზრობაა – წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება უკრაინაში – აცხადებს კულტურის მინისტრი წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. წულუკიანი იურიდიულად განმარტავს:

“ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება უკრაინაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით, ექსტრადიცია უკრაინაში, აქედან იქით, ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. […] საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი უკრაინას გადავცეთ, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია, არ არსებობს ამის არავითარი სამართლებრივი მიზანშეწონილობა”, – თქვა წულუკიანმა.

მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირებაზე განცხადება  ვოლოდიმერ ზელენსკიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტი მოქალაქეებს უკრაინაში აბრუნებს, რაც სააკაშვილსაც ეხება. 

ნახეთ მეტი
Back to top button