კულტურა

სიყვარულის ტალღამ სომხეთში თავზე გადაგვიარა: ევგენი კისინმა და მისმა მეუღლემ მოინახულეს გეღარდი და სევანი

მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ევგენი კისინი სომხეთში ბოლო ვიზიტის დროს მეუღლესთან კარინა არზუმანოვასთან ერთად ეწვია გეღარდს, სევანის ტბას და სევანის ეკლესიას.

შესაბამისი ფოტოები მუსიკოსის მეუღლემ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

”რა უნდა ვთქვა, სიყვარულის ტალღამ სომხეთში კვლავ ტავზე გადაგვიარა … კლდეში ნაკვეთი მონასტერი, რომელიც აშენდა მესამე საუკუნეში. ხელშეუხებელი, მოკრძალებული, მდიდრული და ლამაზი.”მთები, მზის ჩასვლა, ბედნიერების ცრემლები”, – წერს იგი.

ევგენი კისინი და კარინა არზუმანოვა დაქორწინდნენ 2017 წლის 10 მარტს პრაღაში. ცნობილია, რომ ევგენი და კარინა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და კარგი მეგობრები არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button