მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვას ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ინგრიდა შიმონიტეს მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსს  ეწვია. “არმენპრესის” კორესპონდენტის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი დახვდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიესალმნენ სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვაში არმენ მარტიროსიანი, ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ინგა სტანიტე-ტოლოჩკიენე, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ნეილას ტანკევიჩუსი, ლიტვაში სომხეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალი.

შედგა სომხეთის პრემიერ -მინისტრის შეხვედრა ლიტვის სომხური თემის წარმომადგენლებთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვილნიუსში მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავს ლიტვის პრემიერთან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იგეგმება ნიკოლ ფაშინიანის და ინგრიდა შიმონიტეს ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებში ორი ქვეყნის პრემიერ -მინისტრები გააკეთებენ განცხადებებს და უპასუხებენ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს.

პრემიერ-მინისტრი შეხვდება ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას და სეიმასის თავმჯდომარეს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს და გვირგვინით შეამკობს ლიტვის დამოუკიდებლობის მსხვერპლთა მემორიალს.

პრემიერ -მინისტრი ეწვევა აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრს, ასევე გაეცნობა წარმატებული ლიტვური კომპანიების გამოცდილებას. ნიკოლ ფაშინიანი კაუნასში დაესწრება სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და სომხეთ-ლიტვის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს.

ნახეთ მეტი
Back to top button