მთავარიპოლიტიკა

უშიშროების საბჭოს მდივანი. სომხეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს სუვერენული დერეფანი

,,არმინფოს“ ცნობით, სომხეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს სუვერენული დერეფანი. ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ კონტექსტში, მან განმარტა, რომ სომხეთში შესაძლებელია მხოლოდ დერეფნების ან გზების გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანელები ან თურქები ნახჭევანთან ურთიერთობისას გამოიყენებენ. ”ასეთი ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ ეს გზები იქნება სუვერენული სომხეთის კონტროლის ქვეშ”, – ხაზგასმით აღნიშნა გრიგორიანმა და დასძინა, რომ სომხეთი ხედავს საკითხის განხილვისა და ურთიერთგაგების მიღწევის შესაძლებლობას. ის შეეხო თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც გამოიყენა ტერმინი “დერეფნები” მრავლობით რიცხვში და არა მხოლობითში.

“დერეფნებში” ვგულისხმობთ სომხეთში რამდენიმე გზის გამოყენებას. და თუ იქნება დიალოგის შესაძლებლობა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიპოვით გადაწყვეტილებებს,” – თქვა გრიგორიანმა.

 ინფრასტრუქტურის განბლოკვასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მდივანმა დასძინა, რომ სომხეთი უფრო მიდრეკილია გამოიყენოს არსებული ინფრასტრუქტურა, ანუ ერევანი-თბილისი-ბაქო-რუსეთის რკინიგზა, ასევე ერევანი-ნახჭევანი-ჯულფას რკინიგზა, სადაც თითქმის არ არის საჭირო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადება. “აქ აუცილებელია მცირე, კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის აშენება სომხეთსა და ნახჭევანს შორის საზღვარზე, რაც ძალიან სწრაფად მოხდება. ხოლო აზერბაიჯანის დასავლეთი რეგიონები, ინფრასტრუქტურის გამოყენებით ტავუშის ან სიუნიქის გავლით, დაუკავშირდება ნახჭევანს. ჩვენ ამ ვარიანტის მომხრე ვართ და ვმსჯელობთ, რომ ვცადოთ წინსვლა“,- განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button