ანალიტიკა

“სააკაშვილის” პროექტი მიმართულია რუსეთის, სომხეთისა და ირანის წინააღმდეგ: საერთაშორისო ექსპერტი

სამხრეთ კავკასიაში ბევრი პრობლემაა, არავის ინტერესებში არ შედის, საქართველოს სახით, დაძაბულობის ახალი წყაროს შექმნა, ამიტომ “სააკაშვილის” პროექტი რუსეთის, სომხეთისა და ირანის წინააღმდეგაამიმართული. ასეთი აზრი  გამოტქვა საერთაშორისო ექსპერტმა გრიგორ ბალასანიანმა „ Sputnik სომხეთთან“ საუბრისას.

მისი აზრით, სააკაშვილის საქართველოში თურქეთის გავლით დაბრუნება შეიძლება აიხსნას იმით, რომ ბათუმი თურქეთის შიდა ფრენების ზონად ითვლება, არ არსებობს სპეციალური პროცედურები, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება თავიდანვე არ იცოდა სააკაშვილის დაბრუნების შესახებ, აღნიშნავს ბალასანიანი.

„ყოველივე რაც ხდება ხელს აძლევს დასავლეთს, რათა შეიქმნას არასტაბილურობის კერები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს მათ ჩაუვარდათ  ბელორუსიაში, სადაც მათ ვერ განახორციელეს უკრაინის სცენარი, ამიტომ აუცილებლად მიაჩნდათ  არასტაბილურობის ახალი წყაროს შექმნა რუსეთის საზღვრებთან, სამხრეთ კავკასიაში. დასავლეთს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს განახორციელოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც არ ჯდება დასავლეთის საგარეო პოლიტიკის იდეებში”, – ამბობს საერთაშორისო ექსპერტი.

ბალასანიანის თქმით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს შუამავლის როლი შეასრულოს როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის, ისე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში და გაზარდოს საქართველოს როლი, რაც დასავლეთს არ მოსწონს, რადგან ამ უკანასკნელმა უზარმაზარი თანხები დახარჯა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსასვლელად და საქართველოს დასაქვემდებარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button