მთავარისაზოგადოება
არდემ ფათაფუთიანი – ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში
2021 წელს არდემ ფათაფუთიანი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში. მას მიენიჭა პრიზი დევიდ ჯულიუსთან ერთობლივი ნამუშევრისთვის.
ჯილდო გადაეცა ტემპერატურისა და შეხებაზე მგრძნობიარე რეცეპტორების გამოვლენისათვის. ამის შესახებ წერს ნობელის კომიტეტი თავის ვებგვერდზე.
მათი აღმოჩენა მედიცინის განვითარებაში “რევოლუციად” ჩაითვალა.
არდემ ფათაფუთიანი წარმოშობით ბეირუთიდან არის. ის სპეციალიზირებულია მოლეკულურ ბიოლოგიასა და ნეირობიოლოგიაში.