მთავარიპოლიტიკა

დაგეგმილია პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა

რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს პრეზიდენტმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია პირადი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის.

შეხვედრის დღის წესრიგი  განისაზღვრა ორი ქვეყნის ლიდერების მიერ,  „რია ნოვოსტის“ გადმოცემით , თქვა მატვიენკომ და შეახსენა, რომ წელს სამი ასეთი შეხვედრა უკვე შედგა.

”უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კიდევ ერთი შეხვედრა”, – თქვა მატვიენკომ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან შეხვედრისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს – ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს.

მატვიენკომ შეახსენა, რომ მომავალ წელს აღინიშნება სომხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე.

ნახეთ მეტი
Back to top button