მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი მზად არის წვლილი შეიტანოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებების განახლებაში

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არშაკ კარაპეტიანმა მიიღო სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იან პლეშინგერი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არშაკ კარაპეტიანმა წარმოადგინა სასაზღვრო მდგომარეობა და ილაპარაკა  სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით აზერბაიჯანული მხარის ქმედებებზე .

“თავის მხრივ, ანდრეა ვიქტორინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში და გამოხატა მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ამ მასშტაბის მოლაპარაკებების განახლებაში”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button