მთავარიპოლიტიკა

სომხეთის დელეგაცია ალენ სიმონიანის მეთაურობით შეხვდა სერგეი ლავროვს

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია პარლამენტის სპიკერის  ალენ სიმონიანის მეთაურობით შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  სერგეი ლავროვს.                               

მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, ილაპარაკეს რეგიონში    მშვიდობის დამყარებაზე  და მისი განხორციელების ხელისშემშლელი საკითხების აღმოფხვრაზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაბრუნების საკითხი.

ასევე საუბარი იყო სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პარლამენტების როლზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button