პოლიტიკა

ეს ხვალ არ მოხდება, მაგრამ უკრაინა და საქართველო იქნებიან NATO-ს წევრები – სტოლტენბერგი

,,მთავარი არხი” წერს, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. მისი თქმით, როცა 30 მოკავშირე ქვეყანა დათანხმდება, რომ ისინი მზად არიან შეურთდნენ ალიანსს, ასეც მოხდება.

როდესაც 30 მოკავშირე დათანხმდება, რომ ისინი მზად არიან შეუერთდნენ, ისინი შეუერთდებიან. მე არ შემიძლია გითხრათ, როდის მოხდება ეს, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია – ამბობს ის

“რა თქმა უნდა, მხოლოდ ნატო-ს წევრებმა და საქართველომ და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ როდის იქნებიან ისინი მზად გაწევრიანებისთვის – დ არა რუსეთმა. […]

მე ვფიქრობ, აშკარაა, რომ ეს არ მოხდება ხვალ, რომ მაგრამ ისინი ალიანსს შეუერთდებიან. მაშასადამე, ჩემი გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებისთვის და ასევე ის, რაც მე გუშინ განვიხილე პრეზიდენტ ბაიდენთან, არის ის, რომ – ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტ ქვეყნებისთვის. რადგან სანამ ისინი არ არიან წევრები, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მეტი მხარდაჭერა, მეტი ტრენინგი, მეტი შესაძლებლობების განვითარება, რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა”, – თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ მომავალ სამიტზე შეძლებენ ამბიციური გადაწყვეტილებების მიღებას.

ნახეთ მეტი
Back to top button