მთავარიპოლიტიკა

ლიტვამ სომხეთს უსახსოვრა “მოდერნას” ვაქცინის 50,000 დოზა

ლიტვამ სომხეთს გადასცა Covid-19– ის წინააღმდეგ “მოდერნას” ვაქცინის 50,000 დოზა რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა ლიტვის პრემიერმა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ განაცხადა ლიტვის ჯანდაცვის სამინისტრომ.

ვაქცინის გადაცემის ცერემონია გაიმართა 4 ოქტომბრის საღამოს ვილნიუსის აეროპორტში, როდესაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ბრუნდებოდა სომხეთში.

ლიტვამ უზრუნველყო ჰუმანიტარული დახმარება სომხეთის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ შეთანხმებაზე ევროკავშირის ვაქცინების გაცვლის მექანიზმის მეშვეობით.

ოფიციალური ვიზიტის დროს ლიტვისა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ეს ლიტვის მხრივ საჩუქრის სახით “მოდერნას” ვაქცინის გადაცემის პირველი შემთხვევაა.

ნახეთ მეტი
Back to top button