ეკონომიკა

სომხეთი World Travel Awards-2021-ში წარმოდგენილია ორ ნომინაციაში. საერთაშორისო ბაზარზე ცნობადად გახდომის ახალი შესაძლებლობა

 “მსოფლიო მემკვიდრეობის მოწინავე ადგილი” და “მსოფლიოს მოწინავე საბაგირო გზა” – ამ ნომინაციებშია სომხეთი წარმოდგენილი World Travel Awards-2021- ზე. მეორე ნომინაციაში წარმოდგენილია ის “ტათევის” საბაგირო გზა, რომელიც რეგისტრირებულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი უკუსვლითი საბაგირო მსოფლიოში, გაჩერების გარეშე. ტურიზმის კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, გაიანე აივაზიანის მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ნომინაციაში იყო წარმოდგენილი.

 „ეს ნომინაციები ქმნის ფართო შესაძლებლობას, გახადოს ქვეყანა ცნობადი, რაც საინტერესოა. ამრიგად, წელს სომხეთს აქვს შესაძლებლობა ჩაითვალოს საინტერესოდ ერთდროულად ორი თვალსაზრისით, ” – ამბობს გაიანე აივაზიანი.

World Travel Awards დაარსდა 1993 წელს მოგზაურობის, ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროების ცნობადობის, დაჯილდოების და დღესასწაულების აღსანიშნავად. დამფუძნებელი არის ორგანიზაცია “World Media & Events”, რომელთანაც სომხეთმა თანამშრომლობის ხელშეკრულება რამოდენიმე თვის წინ გააფორმა.

 „ეს დაჯილდოების ცერემონია არის შესაძლებლობა, რომ სომხეთი გახდეს უფრო საინტერესო და ცნობადი საერთაშორისო ბაზარზე. “კონკურსის დასრულების შემდეგ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა წარმოვადგინოთ სომხეთი ახალი სახით, როგორც ტურისტული ადგილი, მივიღოთ მონაწილეობა არაერთ მარკეტინგულ კამპანიაში და გავხდეთ უფრო მიმზიდველი უცხოელი ტურისტებისთვის”, – ამბობს გაიანე აივაზიანი.

სომხეთი დღესაც იზიდავს ტურისტებს. ეპიდემიის მიუხედავად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია სომხეთს, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, იუწყება ტურიზმის კომიტეტი. ეს დაჯილდოება არის დამატებითი შესაძლებლობა. სომხეთისთვის ორივე ნომინაციაში ხმის მისაცემად ეწვიეთ https://www.worldtravelawards.com. კენჭისყრა ღიაა 25 ოქტომბრამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button