პოლიტიკა

აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციული ქცევა თავის გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნებზე: არარატ მირზოიანი

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგები კვლავ აისახება რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA– სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია 9 ნოემბრის სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი  განცხადების თანახმად შეწყდა  საომარი მოქმედებები, მაგრამ  სიტუაცია კვლავ მყიფეა. ეს გამოწვეულია ზემოაღნიშნულ განცხადებაში აზერბაიჯანის მიერ აღებული ზოგიერთი ვალდებულების შეუსრულებლობით, ზოგიერთი დებულების დამახინჯებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანით, მებრძოლი და ექსპანსიონისტური რიტორიკით,  სომხეთის სუვერენულ ტერიტორიებზე პრეტენზიით  და ძალის გამოყენების ახალი საფრთხე.

„აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციულმა ქცევამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ასეთს ჩვენ შევეჯახეთ, როცა მან განახორციელა  სატრანზიტო გადაზიდვების წინააღმდეგ განხორციელებელი დაუშვებელი ნაბიჯები.   სამწუხაროდ, ხდება ამ ქცევის წახალისება მესამე ქვეყნის მიერ, ასევე იყენებს ანტი-სომხურ და მსაბრძოლო რიტორიკას, ქმნის დამატებით დაბრკოლებებს რეგიონის სტაბილურობისთვის.

მიუხედავად ამისა, სომხეთი აგრძელებს ძალისხმევას რეგიონში ადგილობრივი სტაბილურობის დასამყარებლად. ჩვენი მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას  ჩადოს ინვესტიცია რეგიონის მშვიდობიანი განვითარების ეპოქაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ  ეპოქის ყველა აუცილებელი წინაპირობა შეიქმნება, თუ სხვა ქვეყნები გამოიჩენენ შესაბამის პოლიტიკურ ნებას და გადადგამენ კონსტრუქციულ ნაბიჯებს”, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button