ეკონომიკამთავარი

დასრულდა ატომური ელექტროსადგურის ხელახალი აღჭურვა: ამუშავების წინასწარი თარიღი ცნობილია

დასრულდა მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ხელახალი აღჭურვა, მაგრამ ის ჯერ არ არის მიერთებული სომხეთის ენერგეტიკულ სისტემასთან. ამის შესახებ „Sputnik სომხეთს“ განუცხადა ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, დირექტორმა მოვსეს ვარდანანიანმა.

„მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ დამატებით შემოწმებებს. სამუშაოების მოცულობა წელს იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ ახლა თვითონ ვატარებთ შემოწმებებს, რათა მიერთებამდე სრულიად დარწმუნებული ვიყოთ”, – აღნიშნა მან.

ვარდანიანმა ასევე აცნობა, რომ სადგურის ხელახალი გახსნა დაგეგმილია 10 ოქტომბერს. მაგრამ, მისივე დაკვირვებით, მნიშვნელოვანია არა თარიღი, არამედ შემოწმების შედეგები.

შეგახსენებთ, რომ 2015-16 წლებში, სახელმწიფო კორპორაციის „როსატომის“ მხარდაჭერით და რუსული სესხით, სომხეთმა ბევრი იმუშავა ატომური ელექტროსადგურის ვადის გახანგრძლივებაზე. პროექტის ბოლო ეტაპის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა სომხური მხარის სახსრებით.

რეაქტორის ხელახალი გაშვებით, სომხეთი აპირებს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელებას კიდევ 10 წლით, 2036 წლამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ სადგურის მეორე ელექტრობლოკი ექსპლუატაციაში შევიდა 1980 წელს. 2026 წელს შესრულდება მისი ექსპლუატაციის 40 წელი, რადგან 1989-95 წლებში ის 6 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button