მთავარიპოლიტიკა

რაზე შეთანხმდნენ სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები

სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთ ბოლო შეხვედრაზე განაცხადეს, რომ რეგიონში საკომუნიკაციო არხების ბლოკირების კონტექსტში არ არსებობს თემა “ზანგეზურის დერეფანი”. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თქვა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხისას,  ილაპარაკა რა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდულაიანთან მის ბოლო შეხვედრაზე.

მირზოიანმა აღნიშნა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან დამყარდა პარტნიორობა და თბილი მეგობრული ურთიერთობები. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

”მე მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი და ჩვენი საუბარი ეხებოდა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ ჰქონდა რეგიონალური მნიშვნელობა, ძალიან კონკრეტული კონტექსტი. მე მივესალმები ირანის პოზიციას ჩვენი საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ”, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ეგრეთ წოდებულ “ზანგეზურის დერეფანზე”. ფაქტიურად არ არსებობს ასეთი თემა და არც შეიძლება იარსებოს მომავალში“ – თქვა მან.

მირზოიანის აზრით,  ირანს სერიოზული რეგიონალური, გლობალური როლი აქვს დაკისრებული.

ნახეთ მეტი
Back to top button