მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიმინისტრები შეხვდებიან ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით. სხვა საკითხთა შორის განხილული იქნება  აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი პატიმრების დაბრუნების საკითხიც. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა პარლამენტში კითხვა – პასუხის დროს.

„რასაკვირველია, დისკუსიების განახლება და ამ მასშტაბის მოლაპარაკებების პროცესი ნამდვილად მისასალმებელია, ეს ნამდვილად სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ინტერესებშია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა. აზერბაიჯანს უყვარს იმის თქმა, რომ პრობლემა აღარ არსებობს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საერთაშორისო საზოგადოების გარანტია, რომ პრობლემა არსებობს, მოითხოვს გადაწყვეტას, გამოსავლის ძებნა უნდა მოხდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის ფორმატში, რომელიც  ერთადერთი საერთაშორისო დონეზე აღიარებული მანდატის მქონე ორგანიოა“, – თქვა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button