მთავარისაერთაშორისო

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს კავკასიაში „3 + 3″ ფორმატთან დაკავშირებული საკითხები

მოსკოვში რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს „3 + 3″ თანამშრომლობის ფორმატი.  „სპუტნიკ არმენიას“ თანახმად, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან ჰოსეინ ამირ აბდულაიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ინიციატივა ითვალისწინებს რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმის შექმნას სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ  „3 + 3″ ფორმატის შექმის ინციატივა. ირანელ  მეგობრებს აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება, ჩვენ იგივე დამოკიდებულებას ვხედავთ აზერბაიჯანსა და თურქეთში, ვმუშაობთ სომეხ პარტნიორებთან“.

მისი თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველო, მიუხედავად ყველა პრობლემისა, შეძლებს დაინახოს თავისი რადიკალური ინტერესი ასეთი მექანიზმის შექმნისას.

ნახეთ მეტი
Back to top button