პოლიტიკა

ბოტკოველი: სააკაშვილმა პატრიარქის თხოვნა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ არ მიიღო

,,Metronome.ge” წერს, რომ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.

ბოტკოველის თქმით, მან არ იცის, შეწყვეტს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას.

“მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ჩვენ შევხვდით ნეიტრალურ ზონაში. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას. სხვა არაფერი. სისუსტე მისთვის არ შემიმჩნევია”,- ამბობს ბოტკოველი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისსში დააკავეს.

ნახეთ მეტი
Back to top button