პოლიტიკა

მივმართავ მთავრობას, დამრთონ ნება როგორც ექიმს, მოვინახულო ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი – ანზორ მელია

ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ანზორ მელია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შესვლის უფლებას სთხოვს. როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა, მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და მისთვის ახლა ექიმის ყურადღება უმნიშვნელოვანესია. 

„მიმაჩნია, რომ არაფერი არ გვეშველება, მანამ, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა არ მიხვდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს მოკლული ან დაჭერილი. არ გვყავს ჩვენ დასაკარგი პრეზიდენტები. ყველა პრეზიდენტმა, მითუმეტეს პირველმა და მესამემ ძალიან ბევრი რამე გააკეთეს საქართველოსთვს. ბატონი მიშას ჩამოსვლა და ასე მშვიდობიანად ჩაბარება ეს იყო გმირობის ტოლფასი. მაგას საქართველო რომ უყვარს, ამაში უმრავლესობა დარწმუნებულია იმიტომ რომ შეუძლებელი რაღაც გააკეთა იმ წლებში, როცა საქართველო არც ევროპის და არც მსოფლიო ორბიტაზე არ იმყოფებოდა. სააკაშვილმა შეძლო ის, რომ მთელი ყურადღება მსოფლიოსი და ევროპის მოექცია ჩვენსკენ.

მარტო ის რად ღირს, რამდენი პრეზიდენტი იყო ჩამოსული იმ პერიოდში და როგორ ძლიერდებოდა და ვითარდებოდა საქართველო. იყო ძალიან დიდი პროგრესი, მართალია, იყო შეცდომები დაშვებული მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ამას, რამდენი რაღაც შეძლო ამ ადამიანმა. ნახევარი გამყიდველი ახლა ოცნების სკამებზე ზის. ზუგდიდშიც, ყველანი აბსოლუტურად. არ შეიძლება ჩვენ არ ვცეთ პატივი ჩვენს პრეზიდენტს. ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა.

მივმართავ მთავრობას რომ დამრთონ ნება როგორც ექიმს, მოვინახულო ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ის შიმშილობს ხალხო და რეზერვები ამოუწურავი არ არის, არ შეიძლება რომ ბატონი მიშა ექიმმა არ მოინახულოს. ვთხოვ დამრთოს ნება, არანაირ პოლიტიკაზე არ იქნება ლაპარაკი, მე როგორც სპეციალისტს, მინდა ვნახო ხომ არ მოელის ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გართულება, რომელიც გამოუსწორებელი იქნება მომავალში“ – ამბობს ანზორ მელია „მთავარი არხის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. 

ნახეთ მეტი
Back to top button