მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე და უსურვა მას ჯანმრთელობა და ამოუწურავი ენერგია სახელმწიფოს მეთაურის მაღალ თანამდებობაზე ყველა პროგრამისა და მიზნის განსახორციელებლად.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი, სომეხი ხალხი დიდად აფასებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძალისხმევას, მის განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და მადლიერება გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაწეული ყურადღებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ მინისტრს თბილი მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან, სტრატეგიულ მოკავშირეთან მჭიდრო თანამშრომლობას.

მხარეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და მიმდინარე მოვლენებს.

ნახეთ მეტი
Back to top button