პოლიტიკა

საია ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას ითხოვს

,,მთავარი არხი” წერს, რომ საია ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას ითხოვს. 

კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საია-მ სამართლებრივი რეაგირება 350-ზე მეტ შემთხვევაში მოითხოვა – ინფორმაციას თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

საიას ცნობით:

– საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივა​რი;

– კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში; 

– საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში;

– შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემების ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საია ითხოვს ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას. ამ მოთხოვნის დაყენების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ისნის ოლქში შემთხვევითი შერჩევით გადათვლილი5 უბნიდან, 4 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ცდომილება. 

ნახეთ მეტი
Back to top button