მთავარისაზოგადოება

სომხეთის მოსახლეობის 14% -ს აცრილი აქვს კორონავირუსი. ანაჰიტ ავანესიანი

სომხეთის მოსახლეობის 14% -მა უკვე მიიღო კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია. კერძოდ, ზოგიერთ ევროპულ და არაბულ ქვეყანაში მოსახლეობის 90% -ზე მეტს უკვე აცრილი აქვს.

მინისტრის თქმით, დღეისათვის სომხეთში დაახლოებით 14,000 აქტიური ინფიცირებულია, აქედან 176 აცრილია და საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას. ავანესიანის თქმით, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ვაქცინაციის შემდეგ, მაგრამ  დაავადება გადაიტანოს სიმპტომების გარეშე ან ჰქონდეს მსუბუქი გაციების სიმპტომები, რაც აჩვენებს, რომ ვაქცინაცია ეფექტურია, ამცირებს ჰოსპიტალიზაციას, მძიმე შემთხვევებს და სიკვდილს.

ნახეთ მეტი
Back to top button