მთავარიპოლიტიკა

სომხეთის სახალხო დამცველმა იტალიის პარლამენტში წარადგინა აზერბაიჯანელთა მიერ სომეხი ტყვეების წამების მყარი მტკიცებულებები

სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა იტალიის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარმოადგინა მოხსენებები და მყარი მტკიცებულებები აზერბაიჯანელთა მიერ  სომეხი ტყვეების  წამების და არასათანადო მოპყრობის შესახებ 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს, სადაც დეტალურად არის ნათქვამი, რომ თათოიანმა ილაპარაკა  აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების დაბრუნების აუცილებლობზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო მოთხოვნები იგნორირებულია, ტყვეებს აყოვნებენ  სამხედრო-პოლიტიკური გარიგების მიზნით.

“უფლებების დარღვევა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩათვლით, ემყარება აზერბაიჯანის ხელისუფლების ქსენოფობიისა და მტრობის პოლიტიკას, რომელიც გრძელდება ფაშიზმის გამოვლინებებით”, – აღნიშნა თათოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button