ეკონომიკამთავარი

ფაშინიანმა აცნობა სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებების შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აცნობა სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებების შესახებ. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ფაშინიანმა ეს აღნიშნა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის სესიაზე, რითაც პასუხი გასცა სასმოქალააქო ხეშეკრულების პარტიიდან სერგეი ბაგრატიანის კითხვას.

ბაგრატიანმა შეახსენა, რომ ცოტა ხნის წინ GeoProMining კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გამოაცხადა 2 მილიარდი ინვესტიციის განხორციელება სამთო სფეროში, მან ასევე ახსენა 1.5 მილიარდი ინვესტიციის ჩადების შესახებ ახალი სპილენძის სადნობის ასაშენებლად.

„აღვნიშნოთ, რომ 2000 – იანი წლების შემდეგ პირველად, სომხეთი და სომხეთის ხალხი არიან ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის თანამფლობელები. მე იმედი მაქვს, რომ ეს წილი გაიზრდება, მაგრამ იმდენად, რომ არ დაამახინჯებს ჩვენი ეკონომიკის საბაზრო ბუნებას”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეთავაზება სომხეთს გაუკეთა “ჯეოპრომინინგის” კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, დირექტორთა საბჭოს წევრმა, ჩვენ განვიხილეთ შეთავაზება, ჩვენ დავინახეთ, რომ შეთავაზება შეესაბამება სომხეთის ეკონომიკურ და სახელმწიფო ინტერესებს. ეს მოიცავს ორ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს: პირველი არის სპილენძის სადნობი ქარხნის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთმა აღარ უნდა მოახდინოს კონცენტრატის ექსპორტი და მზა სპილენძის იმპორტი სხვა პროდუქტებში გამოსაყენებლად, სპილენძი  წარმოებული უნდა იყოს სომხეთში. მეორეც, ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა არის ამ პროგრამის ნაწილი და ამ დიდმა კომპანიამ აიღო საინვესტიციო ვალდებულებები სპილენძის სადნობის დაფუძნებისათვის, რომლებიც სათანადოდ არის რეგისტრირებული და უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ახალი ბირთვული ელექტროადგურის მშენებლობის შესახებ სომხეთში”, – თქვა მან. შესაძლებელია, რომ ატომური ელექტროსადგური არ იყოს მთლიანად კერძო ინიციატივა, მთავრობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესში.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა მთავრობის ამოცანაა დაიწყოს 2025 წლის ივნისამდე ახალი სპილენძის სადნობი ქარხნის მშენებლობა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა პარალელურად მოხდეს. კარგი იქნება რომ სპილენძის სადნობის და ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია პრაქტიკაში დაემთხვეს”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button