პოლიტიკა

თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში ვიზიტის მზადყოფნას

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა სტეფან ვისკონტიმ (საფრანგეთი), ენდრიუ შოფერმა (აშშ) და იგორ ხოვაევმა (რუსეთი) ჟენევაში კონსულტაციები გამართეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე -პრეზიდენტ ჟილ კარბონიესთან.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პერსონალურმა წარმომადგენელმა ანჯეი კასპრჩიკმაც. ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობას მათი მუშაობის განსახორციელებლად.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და პრეზიდენტის ალიევის საჯარო განცხადებები, სადაც მათ გამოთქვეს პრინციპული მზადყოფნა შეხვდნენ თანათავმჯდომარეების ეგიდით.

თანათავმჯდომარეები მოუთმენლად ელიან მხარეებთან ასეთი შეხვედრის პირობებისა და დეტალების განხილვის შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ აცხადებენ თავიანთ მზადყოფნას უახლოეს მომავალში ეწვიონ რეგიონს ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო კონსტრუქციული შეხვედრის ფონზე, თანათავმჯდომარეები მიესალმნენ აზერბაიჯანის მიერ ერთი სომეხი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებას და განიხილეს დეესკალაციისა და ჰუმანიტარული ზომების შესაძლო საშუალებები, დაკავებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების და ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ნებაყოფლობითი დაბრუნების ჩათვლით. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი განზრახვა გააგრძელონ მხარეებთან მუშაობა შეთანხმების სფეროების მოსაძებნად”,-ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button