მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი უსამძიმრებს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის გამო, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია.

წერილში ნათქვამია:

„ძვირფასო ბატონო პრემიერ -მინისტრო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი იმ ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელმაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია ქალაქ ბათუმში. მსხვერპლთა ოჯახებს  ვუსურვებ გამძლეობას,  ყველა დაშავებულს – სწრაფ გამოჯანმრთელებას“.

ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9 -ს მიაღწია. შემთხვევა 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა. 70-იან წლებში აშენებული 5-სართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

გამოძიების თანახმად, ტრაგედიის მიზეზი იყო პირველი სართულის ბინაში ჩატარებული სარესტავრაციო -სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც განხორციელდა “უსაფრთხოების წესების მკაცრი დარღვევით”.

ბინის მეპატრონე, ისევე როგორც ორი თანამშრომელი დაკავებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button