მთავარიპოლიტიკა

სამხედრო ტყვეებს უნდა მოექცნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად: სომხეთისა და გაეროს 19 ქვეყნის ერთობლივი დეკლარაცია

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 48 -ე სესიის ფარგლებში სომხეთი  გამოვიდა ერთობლივი დეკლარაციით, რომელიც მიეძღვნა შეიარაღებული კონფლიქტების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ცხრამეტი ქვეყანა გაეროს ყველა რეგიონული ჯგუფიდან შეუერთდა დეკლარაციას..

კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების,  ძალის გამოყენებაზე და ძალის მუქარაზე უარის თქმის გაეროს პრინციპებზე დაყრდნობით,  დეკლარაცია მკაცრად გმობს შეიარაღებულ კონფლიქტებში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევას და მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელონ მათზე, ვინც ასეთ დანაშაულებს სჩადის.

ნახეთ მეტი
Back to top button