პოლიტიკა

სომხეთის ეროვნული კომიტეტი მოუწოდებს კონგრესს გამოიძიოს სახელმწიფო დეპარტამენტის წარუმატებლობა სომხეთთან და არცახთან დაკავშირებით

ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ANCA) მოუწოდებს შეერთებული შტატების სენატის მთავარ კომიტეტებს, წარმომადგენელთა პალატას, განახორციელონ კონგრესის ზედამხედველობა მის პარტნიორებზე და გამოიძიონ აშშ-სომხეთის ორმხრივი რეგიონული პოლიტიკის სისტემური ჩავარდნები.

7 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა, პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრეგ მიქსიმ და ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ რაფი ჰამპარიანმა (ANCA), რომელმაც წერილით მიმართა სხვა ძირითადი კომიტეტების წევრებს, მოითხოვეს სომხეთთან აშშ ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიის მრავალმხრივი, ძირითადი და  განმეორებითი ხასიათის წარუმატებლობების გამოძიება, წინა წლის სექტემბერში, მანამდე, და შემდეგ არცახის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ მიმდინარე თავდასხმების დროს, ასევე სომხეთის სუვერენული ტერიტორიების უწყვეტი ოკუპაციის დროს. გამოძიება განიხილავს აშშ – ს სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ – ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ქმედებებს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

თავისუფლების მხარდამჭერი აქტის 907-ე მუხლის და აზერბაიჯანისთვის გაცემული ამერიკული დახმარების საკანონმდებლო დარღვევების გამოაშკარავება.

აზერბაიჯანის მიერ თურქულ თვითმფრინავებში ამერიკული სათადარიგო ნაწილების აღმოჩენიასთან დაკავშიორებით – ამერიკელი მწარმოებლების, თურქეთის მთავრობის და კერძო სექტორის დაინტერესებული მხარეების პასუხისგებაში მიუცემლობა, არის აშშ-ს კანონის დარღვევა.

უცხოელი ტერორისტი ბოევიკების, მათ შორის სირიიდან ჯიჰადისტების დაქირავებისა და აზერბაიჯანული ძალების მიერ არცახის წინააღმდეგ გამოყენებისთვის თურქეთისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა.

არცახის წინააღმდეგ კასეტური ბომბების, თეთრი ფოსფორის და სხვა აკრძალული იარაღის გამოყენებისთვის აზერბაიჯანისთვის  პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა.

სომეხი სამხედრო ტყვეების უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის გამოც კი აზერბაიჯანისთვის  პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა.

სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის ან ოკუპაციისათვისაზერბაიჯანელი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა.

არცახის სტატუსის და უსაფრთხოების საკითხების მშვიდობიან მოგვარებაში აშშ-ს ინტერესების არაადეკვატურად წარმოჩენის მხრივ ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარის წარუმატებლობები.

აშშ მთავრობის წინასწარი ცოდნის და/ან  აზერბაიჯანის თავდასხმის შესახებ გაფრთხილების წარუმატებლობა.

თავიანთი სახლებიდან განდევნილი 100 000 -ზე მეტი სომეხისთვის ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შეუძლებლობა.

ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში ეუთოს მინსკის ჯგუფის დიპლომატიური წარუმატებლობის შედეგებზე და აღნიშნა, რომ “აშშ-ს ჩარევის წარუმატებლობამ რეგიონში მოიწვია ბოროტი მოთამაშეები, რომელთაგან პირველი არის თურქეთი, რომელიც ძალადობრივი მეთოდით ცდილობს დააპროექტოს კავკასიის მომავალი”.

ნახეთ მეტი
Back to top button